გამოსათხოვარი…
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე / Parting… Dali Gogeshvili- Iuodishiene
მთელი თავისი არცთუ ისე ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ქალბატონი დალი გოგეშვილი საქართველოს, ქართული მწერლობისა და კულტურის დესპანად გვევლინებოდა შორეულ ლიტვაში და მთელ ძალასა და ენერგიას ახმარდა იმ კეთილშობილურ საქმეს, რასაც ორი მოძმე ხალხის _ ქართველი და ლიტველი ხალხების კიდევ უფრო დაახლოება ჰქვია.
ქალბატონი დალი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გათხოვდა ვილნიუსში და იქ შექმნა ოჯახი. მან ძალზე სწრაფად შეისწავლა ლიტვური ენა და მიზნად დაისახა ქართველი მწერლობის საუკეთესო ნიმუშების ლიტვურ ენაზე ამეტყველება.
ევროპული მწერლობის ტრადიციებზე აღზრდილი ლიტველი მკითხველი ცხოველი ინტერესით შეხვდა დალი გოგეშვილის მიერ ლიტვურად თარგმნილ ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა სერგო კლდიაშვილის ”კაიშაურის სონატა”, გურამ ფანჯიკიძის ”მეშვიდე ცა”, ნოდარ დუმბაძის ”უმადური”, ოტია იოსელიანის ”ცირა და თბილი რძე”, სოლომონ დემურხანაშვილის ”სევდის ბაღი”, ნანული ბოცვაძის ”სასიძო”. სწორედ მისი თარგმანებით გაეცვნენ ლიტველი პატარები ქართულ ხალხურ ზღაპრებს.
როგორც ჩვენი ლიტველი კოლეგები ამტკიცებენ, ქალბატონი დალი ჩინებულად ფლობდა ლიტვურ ენას, რაც მას საშუალებას აძლევდა სრულად და ამომწურავად გადაეცა ლიტველი მკითხველისათვის ქართველ მწერალთა ნაწარმოებების ნიუანსური თავისებურებანი, ხიბლი, ის სულიერი სამყარო, რითაც ასე გამოირჩევა ქართული მწერლობის საგანძური.
დალი გოგეშვილი აქვეყნებდა ლიტერატურულ-საცნობარო ხასიათის წერილებს ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ლიტვის რადიოსთან და მსმენელს საქართველოს წარსულსა და აწმყოზე, მის ისტორიაზე მოუთხრობდა.
1989 წლის აპრილში, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ლიტვაში მცხოვრებმა ქართველებმა შექმნეს სათვისტომო ”ივერია”, რომლის სულისჩამდგმელი და პირველი პრეზიდენტი დალი გოგეშვილი გახლდათ. სწორედ სათვისტომოს მეშვეობით გაიგო ლიტველმა ხალხმა სრული სიმართლე თბილისში მომხდარ ვანდალიზმზე, საბჭოთა იმპერიის სალდაფონთა არაადამიანობაზე.
საოცარი უბრალოება, სისადავე, კეთილშობილება ახასიათებდა ამ სათნო ქალბატონს, სამშობლოზე შეყვარებულ ჭეშმარიტ პატრიოტსა და შემოქმედს. სწორედ ასეთად დაამახსოვრდებათ იგი მის მეგობრებს _ ქართველ მწერლებს.
საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი
თემატური ვებ-გვერდები:
ისტორიული მონაკვეთი;
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene...
ანიკშჩიაი (ლიტვა) - ლანჩხუთი (საქართველო), ”ლიტერა...
***
დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…
***
ქართული დიასპორა - ქართული დიასპორები
ქართული დიასპორაქართველთა განსახლება
ლიტვაში 115 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. ქართველები მათგან ძალიან მცირედს შეადგენენ. დაახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რადგან ეს ციფრი მოძრავია. ქართველთაგან ლიტვის მოქალაქეობა დაახლოებით 320 კაცამდე ქართველს აქვს მიღებული. ძირითადად ქართველები ვილნიუსსა და პენევეჟეში სახლობენ, თუმცა არიან ასევე სხვა ქალაქებშიც.
ქართული დიასპორის ორგანიზაციები
თავდაპირველად 60-იან წლებში ქართული სათვისტომო დააარსა დალი გოგეშვილმა-იოდიშენემ (ქმრის გვარი), პროფესიით მთარგმნელი. ქართულიდან ლიტვურად თარგმნიდა სხვადასხვა ნაწარმოებებს. ქართული ლიტერატურის ლიტვურ ენაზე თარგმნა 1991 წელს შეწყდა.
ამჟამად ლიტვაში ფუნქციონირებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ერთი ქართული სათვისტომო „რუსთაველი" და ერთიც არაოფიციალური „იბერია".
თავდაპირველ სათვისტომოს ერქვა იბერია. სათვისტომოს თავმჯდომარე იყო ბატონი ზურაბ ჯავახიშვილი. ახლა ამ სათვისტომოს თავმჯდომარეა ბატონი ვალერი გელაშვილი.
ბატონმა ზურაბ ჯავახიშვილმა და სხვა თანამემამულეებმა ლიტვის ქართველთა ასოციაცია "რუსთაველი" დაარსეს 2007 წლის ივნისში. აქვთ ფილიალი პენევეჟეში. ასოციაცია 200 წევრზე მეტს ითვლის.
ასოციაციას აქტიური ურთიერთობა აქვს საქართველოს საელჩოსთან ლიტვაში.
ასოციაციის პროფილია კულტურული ღონისძიებებით ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საქართველოდან ჩამოყვანილი ჰყავდათ ანსამბლები "ერქვანი", "რუსთავი", კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ლიტვის ქართველთა ასოციაცია "რუსთაველი"
თავმჯდომარე: ზურაბ ჯავახიშვილი
***
თემატური ვებ-გვერდები:
ისტორიული მონაკვეთი;
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene...
ქართული დიასპორა - ქართული დიასპორები
***- ანიკშჩიაი (ლიტვა) - ლანჩხუთი (საქართველო), ”ლიტერატურული მემკვიდრეობა” (1974-1975) / Anikshchai ( Lithuania)- lanchxuti (Georgia) ,’ Literary heritag
დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…
\/)(
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
***
***
***